გიორგი შაქარაშვილის საქმეზე რვა სრულწლოვანი პირის პროცესი დღეს გაგრძელდება
გიორგი შაქარაშვილის საქმეზე რვა სრულწლოვანი პირის პროცესი დღეს გაგრძელდება

თბილისის საქალაქო სასამართლოში ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული რვა სრულწლოვანის სასამართლო პროცესი გაიმართება. დაკავებული საბა ჩხარტიშვილის ადვოკატის განცხადებით, ბრალდების მხარის რამდენიმე მოწმე დაიკითხება, მათ შორის ის პირები, რომლებიც წვეულებაზე განვითარებული მოვლენების შესახებ ინფორმაციას ფლობენ. ადვოკატმა, დავით ჭიკაიძემ ასევე ისაუბრა საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე, მიუხედავად დაზარებული ვახტანგ ჩიქოვანის თანხმობისა, საპროცესო შეთანხმების გაფორმებასთან დაკავშირებით, წერილობითი დოკუმენტი ჯერ არ არსებობს.

„თბილისი საქალაქო სასამართლოში გაგრძელდება საბა ჩხარტიშვილისა და სხვა შვიდი პირის სისხლის სამართლის საქმეზე სხდომა. დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარე წარმოადგენს მოწმეებს. ჩემი ინფორმაციით, სხდომაზე დაიკითხება ბრალდების მხარის რამდენიმე მოწმე, მათ შორის ის პირები, რომლებიც უშუალოდ აგარაკზე იმყოფებოდნენ და წვეულებაზე განვითარებული მოვლენების შესახებ მათ ექნებათ ინფორმაცია. ჩემი ინფორმაციით, ვახტანგ ჩიქოვანი აფიქსირებს პოზიციას, რომ მას არ აქვს პრეტენზია საპროცესო შეთანხმების გაფორმებასთან დაკავშირებით კონკრეტული პირების მიმართ, ვგულისხმობ საბა ჩხარტიშვილის, ირაკლი წაქაძისა და საბა გოგშელიძის მიმართ, თუმცა წერილობითი დოკუმენტი დღეის მდგომარეობით არაა შედგენილი“, – განაცხადა ადვოკატმა.

დატოვე კომენტარი