გიორგი შაქარაშვილის საქმეზე განზრახ მკვლელობის ეპიზოდის განხილვა მცხეთის რაიონულ სასამართლოში გრძელდება
გიორგი შაქარაშვილის საქმეზე განზრახ მკვლელობის ეპიზოდის განხილვა მცხეთის რაიონულ სასამართლოში გრძელდება

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე განზრახ მკვლელობის ეპიზოდის განხილვა მცხეთის რაიონულ სასამართლოში გრძელდება. დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარი მოწმეები იკითხებიან.

პროკურორის განცხადებით, დაიკითხება აგარაკზე მყოფი ორი პიროვნება სალომე ჭკადუა და ეთერ ხოშტარია და რამდენიმე სამართალდამცველი.

დავით ყაზარაშვილის თქმით, აგარაკზე მყოფ პირებთან ასევე გამოიკვლევენ ვიდეო ჩანაწერებს. დაცვის მხარის განმარტებით, დღევანდელი მოწმეების ჩვენებებიდან ბრალდებულების მიმართ მნიშვნელოვან ინფორმაციას არ ელოდებიან.

ცნობისთვის, ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის განზრახ ჯგუფურად მკვლელობას არჩილ გაგნიძეს, ნიკოლოზ რევაზიშვილს, ვახტანგ ჩიქოვანს, ზ.ხ-ს და ა.ქ.-ს ედავებიან.