გიორგი შაქარაშვილის საქმეზე განზრახ მკვლელობის ეპიზოდის განხილვა მცხეთის რაიონულ სასამართლოში გრძელდება
გიორგი შაქარაშვილის საქმეზე განზრახ მკვლელობის ეპიზოდის განხილვა მცხეთის რაიონულ სასამართლოში გრძელდება

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე განზრახ მკვლელობის ეპიზოდის განხილვა მცხეთის რაიონულ სასამართლოში გრძელდება. დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარის 9 მოწმე დაიკითხა.

პროკურორის განცხადებით, დაიკითხა აგარაკზე მყოფი ორი პიროვნება სალომე ჭკადუა და ეთერ ხოშტარია ასევე რამდენიმე სამართალდამცველი. დავით ყაზარაშვილის თქმით, აგარაკზე მყოფ პირებთან ასევე გამოიკვლიეს ვიდეო ჩანაწერები, სადაც ბრალდებულები ამოიცნეს.

დაცვის მხარის განმარტებით, დღევანდელი მოწმეების ჩვენებებიდან ბრალდებულების მიმართ მნიშვნელოვან ინფორმაცია ვერ მიიღეს.

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის განზრახ ჯგუფურად მკვლელობას არჩილ გაგნიძეს, ნიკოლოზ რევაზიშვილს, ვახტანგ ჩიქოვანს, ზ.ხ-ს და ა.ქ.-ს ედავებიან.

დატოვე კომენტარი