გიორგი შაქარაშვილის საქმეზე, ძალადობის ეპიზოდზე ბრალდებული სამი პირის სასამართლო პროცესი გადაიდო
გიორგი შაქარაშვილის საქმეზე, ძალადობის ეპიზოდზე ბრალდებული სამი პირის სასამართლო პროცესი გადაიდო

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე, ძალადობის ეპიზოდზე ბრალდებული სამი პირის სასამართლო პროცესი გადაიდო. სხდომა 2 მარტს, 10:00 საათზე გაიმართება.

დღევანდელ პროცესზე საქმის ერთმა დაზარალებულმა დააფიქსირა პოზიცია, ხოლო მეორე დაზარალებული ვერ გამოცხადდა, რის გამოც მოსამართლემ სხდომა გადადო.

ამასთან, ძალადობის ეპიზოდზე ბრალდებული სამი პირის, საბა ჩხარტიშვილის, საბა გოგშელიძისა და ირაკლი წაქაძის მიმართ შესაძლოა, სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყდეს მას შემდეგ, რაც დაზარალებულების თანხმობა იქნება.

ცნობისთვის, ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულ სამ პირს, საბა ჩხარტიშვილს, საბა გოგშელიძესა და ირაკლი წაქაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა გირაოთი 11 იანვარს შეეცვალათ. მათ ძალადობას, ასევე სხეულის განზრახ მსუბუქ დაზიანებას ედავებიან.