გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დღეს ექსპერტებსა და სრულწლოვან ბრალდებულებს მოწმის სახით დაკითხავენ
გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დღეს ექსპერტებსა და სრულწლოვან ბრალდებულებს მოწმის სახით დაკითხავენ

მცხეთის რაიონულ სასამართლოში ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით, არასრულწლოვნების საქმეზე სრულწლოვან ბრალდებულებს მოწმეებად დაკითხავენ. ასევე დაიკითხება დამოუკიდებელი ექსპერტი ალექსანდრე გეჯაძე და სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს ექსპერტი.

არასრულწლოვნების საქმეზე ჩვენებას მისცემენ სრულწლოვანი ბრალდებულები, გიგა ტატიაშვილი და ნიკა ჟვანია, რომლებსაც გამოყოფილ საქმეზე არასრულწლოვნების მსგავსად, თავისუფლების უკანონო აღკვეთას და ჯგუფურ ძალადობას ედავებიან.  არასრულწლოვნების ადვოკატებმა დასაკითხ მოწმეებთან დაგეგმილი კითხვების შესახებ ისაუბრეს.

„ექსპერტთან შემდეგი სახის კითხვები გვექნება, დაადგინა თუ არა ექსპერტიზამ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების ზუსტი დრო და ასევე, რამდენად მყარია ის დასკვნა, რომელიც უშუალოდ მათ მიერ იქნა დაწერილი. მოგეხსენებათ, აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეში რამდენიმე სახის ექსპერტიზაა წარმოდგენილი. ჩვენ აღნიშნულ ექაპერტიზებთან დაკავშირებით გვექნება კითხვები, რა თანხვედრაა აღნიშნულ საკითხებში. თუკი, დასკვნებს შორის აცდენაა, რამ გამოიწვია სხვადასხვაობა. გიგა ტატიაშვილი დაადასტურებს, რომ არანაირი ორგანიზებული ჯგუფური ძალადობა არ მომხდარა. ამის თქმის საშუალებას ზოგადად სისხლის სამართლის გარემოებები, მტკიცებულებები მაძლევს. ფიზიკურად ფაქტი არ არსებობს, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფმა ჯგუფური ძალადობის ორგანიზება განახორციელა. წარდგენილ ბრალდებას ვერც ერთი მოწმე, მათ შორის, ვერც გიგა ტატიაშვილი ვერ დაადასტურებს“, – განაცხადა არასრულწლოვანი ნ.ც.-ს ადვოკატმა არჩილ ბერიანიძემ.

საქმის ოროკურორის, ნანა გუგუტიშვილის თქმით კი, ბრალდრბული მოწმეები, რომელთა დაკითხვაც დღეს იგეგმება, გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებაში მათ თანმხლებ პირებს დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენაში ამხელენ.

„დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარეს გამოძახებული ჰყავს რამდენიმე მოწმე სასამართლოში ჩვენების მისაცემად. კერძოდ, წარმოდგენილი არიან ექსპერტები, როგორც სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროდან ასევე, დამოუკიდებელი ექსპერტი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო გიორგი შაქარაშვილის ცხედრის კომიქსიური წესით ჩატარებული სასამართლო- სამედიცინო ექსპერტიზის კვლევაში და გაცემული აქვს დასკვნები .

რაც შეეხება აღნიშნული პირების, კონკრეტულად არასრულწოვნების ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე დაკითხვას, მოგახსენებთ, აღიშნული ექსპერტიზების დასკვნები განსაზღვრულია გიორგი შაქარაშვილის ცხედარზე მიყენებული დაზიანებების ხანდაზმულობა მექანიზმის შესაბამისად. უშუალოდ კავშირში არიან ძალადობრივი ქმედების თავდასხმის განხორციელებასთან როგორც ეს ხანდაზმულობით დადგინდა ექსპერტიზის დასკვნის შესაბამისად.  ასევე მექანიზმით უშუალოდ დასტურდება, რომ აღნიშნულ პირებს ჩადენილი აქვთ ბრალად შერაცხული დანაშაული“, – განაცხადა პროკურორმა ნანა გუგუტიშვილმა.