გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვნების სასამართლო სხდომა დღეს განახლდება
გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვნების სასამართლო სხდომა დღეს განახლდება

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული ექვსი არასრულწლოვნის სასამართლო სხდომა დღეს გაიმართება. პროცესი მცხეთის რაიონულ სასამართლოში 11:00 საათზეა ჩანიშნული.

სხდომაზე, რომელიც მედიისთვის დახურულია, მტკიცებულებების გამოკვლევის ეტაპია. დაიკითხებიან საქმის მოწმეები. როგორც მხარეები ვარაუდობენ შესაძლოა, მნიშვნელოვანი და მთავარი მოწმეც დაიკითხოს.

აქამდე საქმეზე არაერთი მოწმე დაიკითხა, მათ შორის მაგისტრალის ინციდენტის თვითმხილველები – კონსტანტინე ღიბრაძე და იაკობ ბრეგვაძე. ჯერ არ დაკითხულან გურამ ამირხანაშვილი და ვახტანგ ახვლედიანი.

საქმის აღნიშნულ ეპიზოდზე დაკავებული ექვსივე პირი არასრულწლოვანია. მათ ბრალად ედებათ ძალადობა, ძალადობის ორგანიზება და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთა.