გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვნების პროცესზე გამომძიებლები დაკითხეს

21:24, 03.09.2020

მცხეთის რაიონულ სასამართლოში გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვნების სასამართლო პროცესი დასრულდა. სხდომა ექვსი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.

პროცესზე გამომძიებლები და ნარეკვავში, ნაქირავებ აგარაკზე მყოფი ერთ-ერთი პირი დაკითხეს.

გამომძიებლებმა იმ საგამოძიებო ექსპერიმენტების შესახებ ისაუბრეს, რაც ავტომაგისტრალზე ამ საქმის გამოძიების ფარგლებში ჩატარდა.

დაცვის მხარემ აღნიშნა, რომ ერთ-ერთმა გამომძიებელმა ერთდროულად ორი მოწმის გამოკითხვის ოქმი შეადგინა, რაც მტკიცებულების სახით სასამართლოს არ უნდა გაეზიარებინა, თუმცა სახელმწიფო ბრალდება რაიმე სახის კანონდარღვევას კატეგორიულად გამორიცხავს.

ექვსი არასრულწლოვნის საქმეზე სხდომა ხვალ, 15:00 საათზე გაგრძელდება. ხვალინდელ პროცესზე დაგეგმილია ერთ-ერთი მთავარი მოწმის, ანა გაბეჩავას დაკითხვა.

მსგავსი