გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 11 პირი სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

17:57, 14.09.2020

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 11 პირი მცხეთის რაიონულმა სასამართლომ პატიმრობაში დატოვა.

სასამართლომ არ დააკმაყოფილა ბრალდებულების ადვოკატების შუამდგომლობა მათი პატიმრობიდან გირაოთი ან ყოველგვარი აღკვეთის ღონისძიების გარეშე გათავისუფლების შესახებ.

ამასთან, დღევანდელ წინასასამართლო სხდომაზე განიხილეს მტკიცებულებების დასაშვებიბის საკითხი, რომელიც საბოლოოდ 25 სექტემბერს ჩანიშნულ სხდომაზე გადაწყდება.

წინასასამართლო სხდომა 25 სექტემბერს, 11:00 საათზე გაგრძელდება.

11 სრულწლოვან ბრალდებულს ძალადობას, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, მასში მონაწილეობას, სხეულის მსუბუქ დაზიანებას და თავისუფლების უკანონო აღკვეთას ედავებიან.

მსგავსი