გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული ზ.ხ.-ს მამა დააკავეს
გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული ზ.ხ.-ს მამა დააკავეს

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე ბრალდებული ზ.ხ.-ს მამა დააკავეს.

აღნიშნულ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ. როგორც საქართველოს პირველ არხს უწყებაში განუმარტეს, თ.ხ-ს დაკავების ფაქტთან დაკავშირებით, განცხადებას გაავრცელებენ.

არსებული ინფორმაციით, თ.ხ-ს, რომელიც არასრულწლოვანი შვილის დაკავებას აპროტესტებდა, სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავებიან. შინაგან საქმეთა სამინისტრო დაკავების მოტივს ჯერ არ აკონკრეტებს.