გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული ერთ-ერთი არასრულწლოვნის მამა გენერალურ პროკურატურასთან შიმშილობს
გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული ერთ-ერთი არასრულწლოვნის მამა გენერალურ პროკურატურასთან შიმშილობს

გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობაში ბრალდებული ერთ-ერთი არასრულწლოვნის ზ.ხ-ს მამა გენერალურ პროკურატურასთან შიმშილობს.

მამის განცხადებით, მისი მოთხოვნა საქმეში სიცრუის დეტექტორის გამოყენებაა.

როგორც ის ამბობს, პროკურატურას საქმე, როგორც უნდა ისე მიჰყავს. მისივე თქმით, პროტესტს დღეს სხვა დაკავებულთა ოჯახის წევრებიც შეუერთდებიან.

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე განზრახ მკვლელობასა და ძალადობაში ბრალდებული არასრულწლოვანის მშობელმა 18 აგვისტოს განაცხადა, რომ ზ.ხ. შიმშილობას იწყებს. 

„ის ითხოვს, მისი ჩვენება სიცრუის დეტექტორზე გაატარონ. იქამდე არ აპირებს შიმშილობის შეწყვეტას. ასევე, უნდა გაატარონ ამირხანაშვილისა და ყველა იმ პირის ჩვენება, რომლებიც ბრალდებულების წინააღმდეგ აძლევენ ჩვენებას. მეორე მოთხოვნაა მედიასთან კავშირი. ჩვენ გვინდა, რომ თქვენ გააშუქოთ სხდომა, რაშიც ხელს გვიშლიან. ვიდრე ჩემი შვილი იშიმშილებს, მეც ვიშიმშილებ გენერალურ პროკურატურასთან“, –  განაცხადა ბრალდებულის მამამ.

დატოვე კომენტარი