გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული ექვსი არასრულწლოვანი სასამართლომ პატიმრობაში დატოვა
გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული ექვსი არასრულწლოვანი სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული ექვსი არასრულწლოვანი მცხეთის სასამართლომ პატიმრობაში დატოვა.

დაკავებულების წინასასამართლო სხდომაზე ადვოკატები მათი დაცვის ქვეშ მყოფების აღკვეთის ღონისძიების გარეშე გათავისუფლებას, ალტერნატივად კი, გირაოს შეფარდებას, ან მეთვალყურეობაზე გადაცემით გათავისუფლებას მოითხოვდნენ.

ადვოკატებმა დღეს დააყენეს კიდევ ერთი შუამდგომლობა მოსამართლის აცილების მოთხოვნით, ამის მოტივად არასრულწლოვნების უფლებების დამცველები იმ გარემოებას ასახელებენ, რომ სწორედ აღნიშნული სხდომის მოსამართლემ შეუფარდა აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა ექვს არასრულწლოვანს. მოსამართლემ ეს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

შეგახსენებთ, შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 17 პირიდან არასრულწლოვნების საქმე ცალკე წარმოებად არის გამოყოფილი.