გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული არასრულწლოვნების პროცესზე მოწმის სახით სრულწლოვანი ბრალდებულების დაკითხვა იგეგმება
გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული არასრულწლოვნების პროცესზე მოწმის სახით სრულწლოვანი ბრალდებულების დაკითხვა იგეგმება

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული არასრულწლოვნების პროცესზე მოწმის სახით სრულწლოვანი ბრალდებულების დაკითხვა იგეგმება.

მცხეთის რაიონულ სასამართლოში უკვე მიიყვანეს საქმის ფიგურანტები და ბრალდებულები – ვასილ მახარაძე და ნიკა რევაზიშვილი. არსებული ინფორმაციით, კიდევ ერთი მოწმე იქნება, ბრალდებული გიგა ტატიაშვილი.

ადვოკატები არ გამორიცხავენ, რომ ბრალდებული მოწმეების ნაწილმა სასამართლოში ჩვენების მიცემაზე უარი თქვან. დღესვე მოწმის სახით უნდა დაიკითხოს დამოუკიდებელი ექსპერტი ალექსანდრე გეჯაძე.

არასრულწლოვნების საქმის განხილვა 15:00 საათზე უნდა დაწყებულიყო, თუმცა ის დაემთხვა შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულების წინასასამართლო სხდომას, რომელიც მცხეთის სასამართლოში დილიდან მიმდინარეობს.

მკვლელობის საქმეზე ბრალდებული ორი არასრულწლოვანი კი, პარალელურად ძალადობასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთაშია ბრალდებული და სანამ მკვლელობის საქმეზე წინასასამართლო სხდომა არ დასრულდება, არასრულწლოვნების საქმის განხილვა ვერ დაიწყება.