გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულ სამ პირთან შესაძლოა, საპროცესო შეთანხმება გაფორმდეს
გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულ სამ პირთან შესაძლოა, საპროცესო შეთანხმება გაფორმდეს

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში რვა სრულწლოვანი პირის პროცესი მიმდინარეობს. სწორედ ამ ეპიზოდზე დგას დღის წესრიგში სამ ბრალდებულთან საპროცესო შეთანხმების გაფორმების საკითხი.

შაქარაშვილის ოჯახი საპროცესო შეთანხმებას ადასტურებს, თუმცა მხარეები დეტალების გავრცელებისგან ჯერ თავს იკავებენ.

საქმის პროკურორი ამბობს, რომ თუ ბრალდებულები წარდგენილ დანაშაულს აღიარებენ, პროკურატურა მზად არის, ამ საკითხზე მოლაპარაკებები აწარმოოს. არ არის გამორიცხული, რომ საპროცესო შეთანხმება მომდევნო სხდომაზე შედგეს.

„წინასწარ არ გვსურს პროკურატურის პოზიციაზე საუბარი. ეს მას შემდეგ, რაც ოფიციალური განცხადება იარსებებს. დღეის მდგომარეობით, ბრალდებულები იყენებენ დუმილის უფლებას. იმ შემთხვევაში, თუ მოგვმართავს ბრალდებული განცხადებით, ჩვენს მიერ ამ საკითხის განხილვა აუცილებლად მოხდება. მოლაპარაკებები ჯერ არ იყო, თუმცა ჩვენ ვიცით, რომ ამის სურვილი არსებობს“, – განაცხადა პროკურორმა ვახტანგ ცალუღელაშვილმა.

დღევანდელ სხდომაზე ხუთი მოწმე, მათ შორის, სამართალდამცველები დაიკითხებიან.