გიორგი შაქარაშვილის საქმეზე, არასრულწლოვნების ეპიზოდზე ბრალდების მხარე მტკიცებულებების გამოკვლევას ასრულებს
გიორგი შაქარაშვილის საქმეზე, არასრულწლოვნების ეპიზოდზე ბრალდების მხარე მტკიცებულებების გამოკვლევას ასრულებს

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე, არასრულწლოვნების ეპიზოდზე ბრალდების მხარე მტკიცებულებების გამოკვლევას ასრულებს. დარჩენილია ორი ექსპერტის დაკითხვა, რის შემდეგაც მტკიცებულებების გამოკვლევას დაცვის მხარე დაიწყებს. პროცესი დღეს 15:00 საათზეა ჩანიშნული.

არასრულწლოვნების ეპიზოდზე სხდომა დახურულ რეჟიმში წარიმართება. სავარაუდოდ, დაცვის მხარის მტკიცებულებების გამოკვლევის ნაწილში საქმეზე ჩვენებას მისცემენ ბრალდებულები.

საქმის ამ ეპიზოდზე ბრალდებულია ექვსი არასრულწლოვანი, რომლებსაც ბრალად ედებათ ძალადობა, ძალადობის ორგანიზება და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთა.