გიორგი შაქარაშვილის საქმეზე არასრულწლოვანთა ეპიზოდის განხილვა გადაიდო
გიორგი შაქარაშვილის საქმეზე არასრულწლოვანთა ეპიზოდის განხილვა გადაიდო

გიორგი შაქარაშვილის საქმის განხილვა ერთ-ერთი ბრალდებულის შეუძლოდ ყოფნის გამო გადაიდო. არასრულწლოვან ლ.ქ-ს პენიტენციურ დაწესებულებაში სიცხე დაუფიქსირდა და მცხეთის რაიონულ სასამართლოში მისი ბადრაგირება არ მომხდარა, თუმცა ამ ინფორმაციის გაჟღერებამდე მხარეები მაინც შეიკრიბნენ რაიონულ სასამართლოში და მომდევნო პროცესის თარიღზე იმსჯელეს, რომელიც 7 ოქტომბერს 16:00 საათზე ჩაინიშნა.

არასრულწლოვნების ეპიზოდზე, რომელზეც ექვს ბრალდებულს ძალადობა, ძალადობის ორგანიზება და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთა ედებათ ბრალად პროკურატურამ მტკიცებულებების გამოკვლევა თითქმის დაასრულა. დაიკითხა 55-ზე მეტი მოწმე, გამოიკვლიეს წერილობითი და ვიდეომტკიცებულებები, დარჩენილია ერთი ნივთიერი მტკიცებულების, ხელკეტის გამოკვლევა, რის შემდეგაც, მტკიცებულებების გამოკვლევას უკვე დაცვის მხარე დაიწყებს.