გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე მცხეთის რაიონულ სასამართლოში დღეს ბრალდების მხარის ოთხი მოწმის დაკითხვა იგეგმება
გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე მცხეთის რაიონულ სასამართლოში დღეს ბრალდების მხარის ოთხი მოწმის დაკითხვა იგეგმება

გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე მცხეთის რაიონულ სასამართლოში დღეს ბრალდების მხარის ოთხი მოწმის დაკითხვა იგეგმება.

დასაკითხი მოწმეები მკვლელობაში ბრალდებულის და ასევე, დაზარალებული ვახტანგ ჩიქოვანის ცემის ეპიზოდზე მისცემენ ჩვენებას.

გარდა ამისა, დაიკითხებიან მოწმეები, რომლებმაც გიორგი შაქარაშვილის თანმხლები პირები – ვახტანგ ახვლედიანი და გიორგი ქათამაძე მაგისტრალის ინციდენტის შემდეგ, თბილისში დააბრუნეს.

დღევანდელ სხდომაზე დაცვის მხარის ადვოკატები პროცესის გადადების შუამდგომლობას დააყენებენ.

ცნობილია, რომ ხუთი ბრალდებულის ადვოკატები სხდომის გადადებას იმ მოტივით ითხოვენ, რომ შაქარაშვილის საქმის სხვა ეპიზოდზე ერთ-ერთ უფლებადამცველს კორონავირუსი დაუდგინდა, მკვლელობის ეპიზოდის რამდენიმე ადვოკატი კი მასთან კონტაქტში იმყოფებოდა.

დატოვე კომენტარი