გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე დაცვის მხარემ დასკვნითი სიტყვა წარმოთქვა
გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე დაცვის მხარემ დასკვნითი სიტყვა წარმოთქვა

გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე დაცვის მხარემ დასკვნითი სიტყვა წარმოთქვა. ხვალ, 11:00 საათზე ორივე მხარე რეპლიკებს წარმოთქვამს და არ არის გამორიცხული, ამის შემდეგ, მცხეთის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ განაჩენი გამოაცხადოს.

დაცვის მხარე გამამართლებელი განაჩენის მოლოდინშია. ადვოკატ ვასილ მამულაშვილის თქმით, არსებული მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ ბრალდებულებმა გიორგი შაქარაშვილს სცემეს, შემდეგ კი მდინარე არაგვში ჩააგდეს.

„დღეს ადამიანურად ბრალდების მხარე შეგვეცოდა იმ მხრივ, რომ მათი აბსურდული ვერსიის გადათელვა მოხდა. მათ მოითხოვეს პროცესის გადადება იმის გამო, რომ ვადა ითხოვეს რეპლიკებზე, ალბათ პოზიციების შესათანხმებლად. ხვალ გავაგრძელებთ და მოლოდინი გვაქვს, განაჩენი ხვალვე დადგება. მათ შეთანხმება უნდათ რეპლიკის. ჩვენი მოლოდინი არის გამამართლებელი განაჩენი. მხოლოდ და მხოლოდ, არანაირი სხვა დაშვება. საქმეში გამოკვლეული მტკიცებულებით სახეზე არაა ის, რომ დანაშაული მოხდა“,- განაცხადა ადვოკატმა.

გიორგი შაქარაშვილის განზრახ ჯგუფურად მკვლელობის ეპიზოდზე ხუთი პირია ბრალდებული.