გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე ბრალდების მხარე სასამართლოში რამდენიმე მოწმეს წარმოადგენს
გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე ბრალდების მხარე სასამართლოში რამდენიმე მოწმეს წარმოადგენს

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობის საქმეზე სასამართლო სხდომა მცხეთის რაიონულ სასამართლოში დღეს გაიმართება. ბრალდებულების ადვოკატის განცხადებით, პროცესზე ბრალდების მხარე რამდენიმე მოწმეს წარმოადგენს.

ადვოკატ ბექა ნემსიწვრიძის განცხადებით, დაცვის მხარე დღევანდელ სხდომაზე შუამდგომლობის დაყენებას არ გეგმავს. მისივე განცხადებით, აქამდე გამოკვლეული მტკიცებულებებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფის, არჩილ გაგნიძის ბრალეულობა არ დასტურდება.

„განიხილება საქმე მკვლელობის ეპიზოდზე. პროცესზე ბრალდების მხარე წარმოადგენს საკუთარ მოწმეებს. უცნობია, თუ რამდენი მოწმე იქნება. ბრალდების მხარე წარმოდგენს მოწმეებს და ჩვენ შესაბამისი კითხვები გვექნება. შუამდგომლობის დაყენებას დაცვის მხარე არ გეგმავს. აქამდე გამოკვლეული მტკიცებულებით არ დასტურდება ის, რომ არჩილ გაგნიძეს რაიმე შემხებლობა აქვს კონკრეტულ დანაშაულთან“, – განაცხადა ადვოკატმა, ბექა ნემსიწვერიძემ.