გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებულებმა სასამართლო პროცესი პროტესტის ნიშნად დატოვეს
გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებულებმა სასამართლო პროცესი პროტესტის ნიშნად დატოვეს

გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებულმა ხუთმა პირმა მცხეთის რაიონულ სასამართლოში მიმდინარე სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა.

როგორც ადვოკატებმა განმარტეს, სასამართლო სხდომის მიზეზი მოსამართლის გადაწყვეტილება გახდა მტკიცებულებების დასაშვებობის შესახებ. კერძოდ, მკვლელობაში ბრალდებულების ადვოკატების განმარტებით, მოსამართლემ საქმიდან დაცვის მხარის იმაზე მეტი მტკიცებულება სცნო დაუშვებლად, რასაც პროკურატურა ითხოვდა.

ბრალდებულ არჩილ გაგნიძის ადვოკატის, ვასილ მამულაშვილის განმარტებით, მას შემდეგ, რაც ბრალდებულებმა სხდომა დატოვეს, მოსამართლემ შესვენება მოითხოვა და საბადრაგო სამსახურს ბრალდებულების პროცესზე დაბრუნება დაავალა.

როგორ გაგრძელდება გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულების სხდომა ჯერ უცნობია. სწორედ ამ სხდომის შემდეგ იგეგმება არასრულწლოვნების პროცესის გამართვა, სადაც მოწმეების, მათ შორის სრულწლოვანი ბრალდებულების დაკითხვა იგეგმება.