გიორგი შაქარაშვილის გაუჩინარებასთან დაკავშირებით მცხეთის პოლიციაში გამოკითხვები გრძელდება
გიორგი შაქარაშვილის გაუჩინარებასთან დაკავშირებით მცხეთის პოლიციაში გამოკითხვები გრძელდება

მცხეთის პოლიციაში გამოკითხვაზე ყველა ის პირი დაიბარეს, რომლებიც შესაძლოა, სენაკი-ლესელიძის ავტობანზე დროის იმ მონაკვეთში იმყოფებოდნენ, რა დროსაც იქ გაუჩინარებული ფეხბურთელი გიორგი შაქარაშვილი იმყოფებოდა. ამ პირების იდენტიფიცირება ე.წ. ჭკვიანი კამერების მეშვეობით მოხდა.

დაკითხვაზე დაბარებულ პირთა უმეტესობა პოლიციაში ადვოკატთან ერთად ცხადდება.

„მე ამჟამად ვიცავ ორ ადამიანს, რომლებიც დაბარებულები არიან მოწმის სახით. მათ მიმართ ტარდება საგამოძიებო მოქმედებები. გამოძიების ინტერესიდან გამომდინარე, დეტალებზე ვერ ვისაუბრებ. მათმა ავტომობილებმა გაიარეს მიმდებარედ, სადაც უშუალოდ საუბარი არის, რომ მოხდა ჩხუბი. არ ვიცი და არც მათ იციან, დაპირისპირება სად მოხდა, ვინ ვის დაუპირისპირდა. მათი ავტომობილები დაფიქსირდა მიმდებარედ, სადაც ავტობანია, აქედან გამომდინარე დაიბარეს და კითხვები არის, ხომ არ იციან რამე, რაც შეიძლება გამოადგეს გამოძიებას. რა მოხდა, ჩხუბი იყო, თუ ვინმემ ვინმეს დაარტყა, ეს ინფორმაცია არ გააჩნიათ. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფები ამ დროისთვის არ გამოდიან მნიშვნელოვანი ინფორმაციის მატარებლები. მათ ავტობანზე დაახლოებით 11:00 საათზე გაიარეს“, – განაცხადა უფლებადამცველმა მუხრან ღურწკაიამ.

19 ივნისს, დაახლოებით 11:00 საათზე გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. პოლიციამ, სამაშველო სამსახურთან ერთად, შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო სამძებრო სამუშაოები.