გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებული თენგო ბარბაქაძის ადვოკატმა მცხეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება გასააჩივრა
გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებული თენგო ბარბაქაძის ადვოკატმა მცხეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება გასააჩივრა

გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებული თენგო ბარბაქაძის უფლებამდაცველმა მცხეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება გასააჩივრა.

როგორც გიორგი ფოფხაძე აცხადებს, სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებაზე გადაწყვეტილების მიღების დროს რიგი გარემოებები არ გაითვალისწინა.

„როგორც მოგეხსენებათ, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა იყო შერჩეული ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის, თენგო ბარბაქაძისთვის. ვასაჩივრებთ იმას, რომ აღკვეთის ღონისძიება სასამართლოს მიერ შერჩეული იყო არასწორად. ჩვენ ვითხოვდით გირაოს. პროკურატურის შუამდგომლობა არ იყო დასაბუთებული, ეყრდნობოდა ვარაუდს. როგორც საქართველოს კანონმდებლობა, ასევე ევროპის კონვენცია, რომელსაც საქართველოში პირდაპირი მოქმედების ძალა გააჩნია პირდაპირ მიუთითებს, რომ აბსტრაქტულად ან ვარაუდზე არ შეიძლება პირის მიმართ გამოყენებული იყოს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა”, – განაცხადა ფოფხაძე.

გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ 17 ადამიანი დააკავა, მცხეთის რაიონულმა სასამართლომ კი მათ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.