გიორგი შაქარაშვილის ბიძა - დაგვანებონ თავი ამ ადამიანებმა, ვისაც რაღაცის თავზე მოხვევა უნდა, ჩვენთვის მთავარია სიმართლე
გიორგი შაქარაშვილის ბიძა - დაგვანებონ თავი ამ ადამიანებმა, ვისაც რაღაცის თავზე მოხვევა უნდა, ჩვენთვის მთავარია სიმართლე

ოჯახს არ უნდა თავის მოტყუება და დაგვანებონ თავი ამ ადამიანებმა, ვისაც რაღაცის თავზე მოხვევა უნდა. ეს ჩვენთვის საინტერესო არ არის, ჩვენთვის მთავარია სიმართლე, რა მოხდა რეალურად, – ამის შესახებ გიორგი შაქარაშვილის ბიძამ, მირიან ნიკოლაძემ აჭარის ტელევიზიის ეთერში განაცხადა.

„არაერთხელ გაცხადდა, ექსპერტებმა გააკეთეს განცხადება, რომ დაზიანებები იყო მთელ სხეულზე, მაგრამ ამ დაზიანებების ხარისხი, მიყენების მექანიზმი და დრო საჭიროებდა ლაბორატორიულ გამოკვლევას, ე.წ. ჰისტოლოგიურ კვლევებს, რომლებმაც უნდა დაადასტუროს. მაპატიეთ, თქვენს კოლეგებს ეხება, მაგრამ რომ არ ვთქვა არ შემიძლია – ამ ძალათ სკანდალების მოსმენას ყოველდღე, რომ თითქოს ვიღაცამ რაღაც ფოტოები აღმოაჩინა, ვიღაცამ რაღაც დასკვნა დადო, – არ დაიჯეროთ! რეალობასთან ამას არანაირი კავშირი არ აქვს.

ექსპერტების თქმით, პირველადი დათვალიერებით, ძვლების მოტეხილობის ბავშვს არ აღენიშნებოდა. ეს არ ნიშნავს, რომ ბავშვს ვიღაცამ ან სცემა და ან ჩაახრჩო წყალში, ეს არაფერს გამორიცხავს, მაგრამ სიმართლე ხომ უნდა ვიცოდეთ?! ოჯახს არ უნდა თავის მოტყუება და დაგვანებონ რა ამ ადამიანებმა თავი, ვისაც რაღაცის თავზე მოხვევა უნდა. ეს ჩვენთვის საინტერესო არ არის, ჩვენთვის მთავარია სიმართლე, რა მოხდა რეალურად, ამიტომ ამ დაზიანებებზე შემიძლია, ეგ გითხრათ. იყო მთელ სხეულზე, თუმცა მოტეხილობების სახით ეს დაზიანებები არ იყო“, – განაცხადა მირიან ნიკოლაძემ.