გიორგი რურუა - მესამე მოსმენით კენჭისყრაში მონაწილეობა აუცილებელია, ეს საქმე მივიყვანოთ ბოლომდე
გიორგი რურუა - მესამე მოსმენით კენჭისყრაში მონაწილეობა აუცილებელია, ეს საქმე მივიყვანოთ ბოლომდე

ჩემი პოზიცია ასეთია, მესამე მოსმენით კენჭისყრაში მონაწილეობა აუცილებელია, მნიშვნელობის აღნიშნვას აღარ დავიწყე, – ამის შესახებ გიორგი რურუა სოციალურ ქსელში წერს.

როგორც რურუა წერს, პროპორციული საარჩევნო კანონის მიღება იყო და არის საზოგადოების მთავარი მოთხოვნა

„მინდა, გამოვეხმაურო რვა მარტის შეთანხმებას! ჩემი პოზიცია ასეთია, მესამე მოსმენით კენჭისყრაში მონაწილეობა აუცილებელია, მნიშვნელობის აღნიშნვას აღარ დავიწყებ. მესმის ჩემი მეგობრების პოზიციაც, მეც ასე მოვიქცეოდი მათ ადგილას. ჩემი მძევლად დატოვება ახლა მეორე ხარისხოვანია. უპრინციპობას ჩვენ ვერავინ დაგვაბრალებს. პროპორციული საარჩევნო კანონის მიღება იყო და არის საზოგადოების მთავარი მოთხოვნა, ასევე ჩვენი საერთაშორისო მეგობრების თხოვნაც. ეს საქმე მივიყვანოთ ბოლომდე“, – წერს გიორგი რურუა.