გიორგი რობაქიძე უკრაინაში ტურის გუნდში დაასახელეს #1TVSPORT
პრემიერლიგის ოფიციალურმა გვერდმა გიორგი რობაქიძე უკრაინის ჩემპიონატის პირველი ტურის სიმბოლურ ნაკრებში დაასახელა.
ოდესის „ჩერნომორეცის“ ქართველმა ლეგიონერმა ჟიტომირის „პოლიესიესთან“ შეხვედრაში მარჯვენა ფლანგის შემტევად ითამაშა და მე-13 წუთზე ანგარიში გახსნა, მაგრამ ოდესელებმა უპირატესობა ვერ შეინარჩუნეს და საბოლოოდ 1:2 დამარცხდნენ.
უკრაინის პრემიერლიგის ტურის სიმბოლურ გუნდს ასახელებს ექსპერტების, ლიგის ტელევიზიის კომენტატორების და უკრაინული წამყვანი სპორტული მედიის წარმომადგენლებისგან შემდგარი ჟიური – სულ 31 ადამიანი.