გიორგი რეხვიაშვილი „საბურთალოში“ ჩაირიცხა
გიორგი რეხვიაშვილი „საბურთალოში“ ჩაირიცხა

გიორგი რეხვიაშვილი ეროვნული ლიგის “საბურთალოში” ჩაირიცხა. საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მცველი ბოლოს “ლოკომოტივში” თამაშობდა. სეზონის დასრულების შემდეგ მას „რუსთავში” იწვევდნენ, მაგრამ 29 წლის გამოცდილმა ფეხბურთელმა თბილისურ კლუბში თამაში ამჯობინა.

რეხვიაშვილი „საბურთალოს” თურქეთში შეუერთდა და ახალ კლუბთან ერთად დაიწყო მზადება.

„მიხარია “საბურთალოში” გადმოსვლა. ბევრ ფეხბურთელთან ვმეგობრობ. სხვათა შორის, ჩვენ მოლაპარაკება რამდენიმე წლის წინაც გვქონდა, მაგრამ მაშინ ვერ შევთანხმდით. “საბურთალო” პროგრესირებადი კლუბია, კარგი შემადგენლობა შეიკრიბა და ახალ სეზონში მინიმუმ სამეულში უნდა მოვხვდეთ. ვფიქრობ, წლეულს კიდევ უფრო საინტერესო ჩემპიონატი გველის, რადგანაც გუნდები გაძლიერდნენ”, – ამბობს რეხვიაშვილი.