მჭედლიშვილი და ფალავანდიშვილი ლატვიის სიმბოლურში
მჭედლიშვილი და ფალავანდიშვილი ლატვიის სიმბოლურში

ლატვიის ჩემპიონატის მე-15 ტურის სიმბოლურ ნაკრებში ორი ქართველი ფეხბურთელი დაასახელს – გიგი მჭედლიშვილი და გუგა ფალავანდიშვილი.

ტურის შეხვედრაში „ვენტსპილსმა“, სადაც 4 ქართველი ფეხბურთელი თამაშობს, „ელგავას“ უმასპინძლა და 5:0 დაამარცხა. მასპინძელთა რიგებში იყვნენ გიგი მჭედლიშვილი, გიგა ფალავანდიშვილი და გიორგი ერისთავი, რომელმაც 38-ე წუთზე თავი გოლით გამოიჩინა. გიორგი რეხვიაშვილი კი სათადარიგოებში იყო.

ლატვიის ჩემპიონატის სიმბოლურ ნაკრებს ლიგის ოფიციალური ვებ-გვერდი ადგენს, საფუძვლად კი საერთშორისო კომპანია „ინსტატ-ინდექსის“ სტატისტიკურ მაჩვენებლებს იყენებს. მჭედლიშვილმა, რომელმაც ორი საგოლე გადაცემა გააკეთა, 304 ქულა მიიღო, ხოლო ფალავანდიშვილმა 306 ქულა, რაც ტურში მეორე-მესამე მაჩვენებელია.