გიორგი რამიშვილი - ბაკურიანში ჩემპიონატი ტარდება მნიშვნელოვან დროს, მსოფლიოში ძალიან რთულ ვითარებაში, მინდა, მხარდაჭერისთვის მადლობა გადავუხადო ბიძინა ივანიშვილს
გიორგი რამიშვილი - ბაკურიანში ჩემპიონატი ტარდება მნიშვნელოვან დროს, მსოფლიოში ძალიან რთულ ვითარებაში, მინდა, მხარდაჭერისთვის მადლობა გადავუხადო ბიძინა ივანიშვილს

მინდა, მადლობა გადავუხადო პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, საქართველოს მთავრობის ყველა წევრს, სათხილამურო ფედერაციას, ყველა ადამიანს. ასევე, მინდა, ბატონ ბიძინა ივანიშვილს გადავუხადო მადლობა მხარდაჭერისთვის, მადლობა ყველა მოხალისეს, ვინც იმუშავა ამდენი წელი და ვინც იმუშავებს მსოფლიო ჩემპიონატის დროს, – ამის შესახებ „სილქნეტის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, გიორგი რამიშვილმა ბაკურიანში, მსოფლიო ჩემპიონატის ოფიციალური გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მან მადლობა გადაუხადა მსოფლიო ფედერაციის ხელმძღვანელობას საქართველოს მიმართ გამოცხადებული ნდობისთვის.

„ეს არის ჩვენთვის, ყველასთვის ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი და ბედნიერი ვარ, რომ მხვდა წილად პატივი, ვიყო აქ, თქვენთან ერთად ვიყო და მოგილოცოთ ყველას ბაკურიანის ჩემპიონატის დაწყება. ეს არის ჩვენი, ყველას დიდი ძალისხმევა. მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო მსოფლიო ფედერაციის ხელმძღვანელობას, რომ ნდობა გამოუცხადა საქართველოს, მოგვცა უფლება, ჩაგვეტარებინა მსოფლიო ჩემპიონატი და გაიზიარა ჩვენი ხედვა, ჩვენი ინიციატივა. ასევე, საქართველოს მთავრობამ გაიზიარა ჩვენი ინიციატივა და უპრეცედენტო ინვესტიციები განახორციელა ინფრასტრუქტურის შესაქმნელად ბაკურიანში“, – განაცხადა გიორგი რამიშვილმა.

რამიშვილმა აქვე აღნიშნა, რომ ჩემპიონატი ტარდება მაშინ, როცა მსოფლიოში ძალიან რთულ ვითარებაა.

„ეს ჩემპიონატი ტარდება ძალიან მნიშვნელოვან დროს, მსოფლიოში ძალიან რთულ ვითარებაში. ეს კიდევ ერთი ნიშანია იმისა, რომ საქართველო არის ცივილიზებული სამყაროს ნაწილი და ჩვენ ორი კვირის განმავლობაში მსოფლიოს ყურადღების ცენტრში ვიქნებით ასეთი პოზიტიური კუთხით. მინდა, მადლობა გადავუხადო პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, საქართველოს მთავრობის ყველა წევრს, სათხილამურო ფედერაციას, ყველა ადამიანს. ასევე, მინდა, ბატონ ბიძინა ივანიშვილს გადავუხადო მადლობა მხარდაჭერისთვის, მადლობა ყველა მოხალისეს, ვინც იმუშავა ამდენი წელი და ვინც იმუშავებს მსოფლიო ჩემპიონატის დროს“, – განაცხადა გიორგი რამიშვილმა.