კვიპროსის საფეხბურთო თასის 1/16-ფინალში გიორგი ქვილითაიას „არისმა“ ლიმასოლში „ომონიას“ უმასპინძლა.
90-ე წუთისთვის ანგარიში 1:1 იყო, მსაჯის მიერ კომპენსირებულ მეორე წუთზე კი ომონიელთა კარში პენალტი დაინიშნა, რომელიც გიორგი ქვილითაიამ გოლად გარდასახა, „არისს“ 2:1 გაამარჯვებინა და გუნდი მერვედფინალში გაიყვანა.