გიორგი ქვილითაიამ გაიტანა - ქართველების დაპირისპირება მექვაბიშვილის „უნივერსიტატეამ“ მოიგო #1TVSPORT
კონფერენს ლიგაზე ტრნავის „სპარტაკმა“ მალტურ „ჰიბერნიანსს“ უმასპინძლა და დამაჯერებლად დაამარცხა 5:1. სლოვაკური გუნდის ძირითად შემადგენლობაში იყო გიორგი მოისწრაფიშვილი, რომელმაც 72 წუთი ითამაშა. „სპარტაკმა“ ჯამში 7:2 (2:1, 5:1) გაიმარჯვა და მესამე ეტაპზე ითამაშებს.
ევროსეზონი დასრულდა „პეტროკუბისთვის“, რომელსაც ქართველი სპეციალისტი შოთა მახარაძე ავარჯიშებს. მოლდოვური კლუბი შინ ბაქოს „საბაჰთან“ 0:2 დამარცხდა, აზერბაიჯანში განმეორებითი მატჩი კი 4:1 დათმო.
გიორგი მაისურაძის ჟიტომირის „პოლესიემ“ პირველი შეხვედრა ანდორის „სანტა კოლომასთან“ სენსაციურად წააგო 1:2. მაგრამ განმეორებითი დაპირისპირება 4:1 მოიგო და ევროსეზონს აგრძელებს. საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მცველი ტრავმირებულია და განაცხადში არ იყო.
ანზორ მექვაბიშვილის კრაიოვას „უნივერსიტატეამ“ ბოსნიაში გიორგი გულიაშვილის „სარაევოსთან“ პირველი მატჩი 1:2 წააგო, მაგრამ საშინაო არენაზე 4:0 მოიუგო და შემდეგ ეტაპზეა. მექვაბიშვილი მეოდანზე 75-ე წუთზე შევიდა, როდესაც ანგარიში 2:0 იყო. გულიაშვილმა შეუცვლელად ითამაშა და ყვითელი ბარათი (84) მიიღო.
„პუშკაშ აკადემიასთან“ კვიპროსში მოგების (3:2) შემდეგ გიორგი ქვილითაიას „არისმა“ უნგრეთში გამართულ დაპირისპირებაშიც იმარჯვა 2:0. ქართველმა თავადმსხმელმა შეუცვლელად ითამაშა და 77-ე წუთზე ანგარიში გახსნა.
ევროპალიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე გავიდა ირაკლი აზაროვის და გიორგი გოჩოლეიშვილის დონეცკის „შახტარი“. უკრაინულმა გუნდმა თურქული „ბეშიქთაში“ შინ 4:2 დაამარცხა, მეორე მატჩი კი 2:0 მოიგო. ქართველებიდან მხოლოდ გოჩოლეიშვილმა ითამაშა, რომელმაც შეცვლაზე 81-ე წუთიდან შევიდა.