გიორგი ქვილითაია - მიხარია, რომ ექვსქულიან შეხვედრაში გავიტანე (ვიდეო)

გიორგი ქვილითაია ფორმაში შედის და ფამაგუსტას „ანორთოსისის“ შემადგენლობაში მორიგი გოლი გაიტანა – თემურ ქეცბაიას გუნდის ქართველმა ლეგიონერმა ამჯერად თავი „აპოელთან“ კვიპროსის ჩემპიონატის მე-8 ტურის საშინაო მატჩში გამოიჩინა, რომელიც მისმა გუნდმა 2:0 მოიგო.

27 წლის ქართველმა ლეგიონერმა მატჩი ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და შეუცვლელად ჩაატარა, გოლი 67-ე წუთზე გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

გაეცანით გიორგი ქვილითაის კომენტარს Cablenet– ზე, „აპოელთან“ დერბიში გამარჯვების შემდეგ:

„ეს დერბი იყო, გამარჯვება და ის ფაქტი, რომ მე გავიტანე, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. დღეს ყველაფერი კარგად წარიმართა. ეს იყო ექვსქულიანი თამაში და მიხარია, რომ ჩემთვისაც კარგი მატჩი იყო. აქ იმისთვის ჩამოვედი, რომ მეტი სათამაშო დრო მქონდეს. მნიშვნელოვანია, რომ ვითამაშო და გოლები გავიტანო”, – ამბობს ქვილითაია.

გიორგი ქვილითაია „ანორთოსისში“ სექტემბერში გადავიდა და მის შემადგენლობაში ჩატარებულ 4 შეხვედრაში ანგარიშზე 3 გოლი ჩაიწერა.