გიორგი ქვილითაია „გენტმა" პლეი ოფის მატჩზე წაიყვანა
გიორგი ქვილითაია „გენტმა" პლეი ოფის მატჩზე წაიყვანა

გიორგი ქვილითაია “გენტის” საევროპალიგო განაცხადშია და პლეიოფის შეხვედრისთვის ემზადება – ინფორმაცია ბელგიური გუნდის ოფიციალურმა გვერდმა გამოაქვეყნა.

ბელგიური კლუბი ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გასასვლელად ფრანგულ “ბორდოს” დაუპირისპირდა -პირველი შეხვედრა ბელგიაში 0:0 დასრულდა. განმეორებითი მატჩი კი 30 აგვისტოს ბორდოში გაიმართება.

გიორგი ქვილითაია ახალ კლუბში ზაფხულში გადავიდა და “გენტის” ევროპის ლიგის განაცხადში იყო, მაგრამ ტრავმის გამო ვერ თამაშობდა. მოედანზე მხოლოდ ახლახან დაბრუნდა. თუმცა, სადებიუტო მატჩი ბოლო ტურში “ლოკერენთან” ჩაატარა, მეტოქეს ბოლოსკენ გაუტანა და “გენტს” სამი ქულა მოუტანა. შედეგად იმ 20 მოთამაშეს შორის მოხვდა, რომლებიც “გენტის” სამწვრთნელო შემადგენლობამ საფრანგეთში წაიყვანა.

“გენტის” სიაშია 18 წლის ქართველი ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძეც, რომელმაც კლუბის ძირითად შემადგენლობაში ადგილი დაიმკვიდრა.