პირველი არხის პროექტ „ახალი კვირის“ სიუჟეტის გმირი გიორგი ქოჩქიანი - რეპორტაჟში რომ გადამიღეს, ძალიან გამიხარდა, მეუბნებიან, ტელევიზორიდან გიცნობთო
პირველი არხის პროექტ „ახალი კვირის“ სიუჟეტის გმირი გიორგი ქოჩქიანი - რეპორტაჟში რომ გადამიღეს, ძალიან გამიხარდა, მეუბნებიან, ტელევიზორიდან გიცნობთო

პირველი არხის გადაცემა „ახალი კვირის“ სიუჟეტის გმირი, პატარა გიდი გიორგი ქოჩქიანი ამბობს, რომ გაზაფხულისთვის ემზადება და სვანეთში ბევრ ტურისტს ელოდება. მისი თქმით, ძალიან გახარებულია, რომ მასზე რეპორტაჟი მომზადდა.

​„რეპორტაჟის გასვლის შემდეგ ჩემში არაფერი შეცვლილა, ისევ იგივე ადამიანი ვარ, იგივე დავრჩი. რეპორტაჟმა, რომელშიც გადამიღეს, პოპულარული გამხადა, რაც ძალიან გამიხარდა და მომეწონა. რომ მხედავენ, მოდიან, მეუბნებიან, როგორც ხარ, შენ გიორგი არ ხარ, გიცნობთ ტელევიზორიდანო.

დავამატე ახალი მარშრუტები ტურისტებისთვის, მაგრამ ახლა თოვლია და ცხენით სიარული რთულია. გაზაფხულიდან ბევრ ტურისტს ველოდები. ახლა ესპანურს ვსწავლობ.

დღეს პრემიერ-მინისტრმა ბევრი ჯილდო გადმომცა და ბოლოს მითხრა, აწი ასე გააგრძელე და დაგიფასდებაო“, – უთხრა ჟურნალისტებს გიორგი ქოჩქიანმა.

13 წლის გიორგი ქოჩქიანი მაყურებელმა პირველი არხის გადაცემა „ახალი კვირის“ სიუჟეტიდან გაიცნო. დღეს კი პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მას „მთის შვილის“ წოდება მიანიჭა.