გიორგი ქობულიასთან შეხვედრას საპარლამენტო უმრავლესობის ორი წევრი ესწრება

13:17, 15.05.2019

საქართველოს პარლამენტში ეკონომიკის ყოფილ მინისტრ გიორგი ქობულიასთან შეხვედრას საპარლამენტო უმრავლესობის ორი წევრი ესწრება.

შეხვედრაზე იმყოფებიან უმრავლესობის წევრები – ზაზა ხუციშვილი და შოთა შალელაშვილი.

სხდომას ასევე ესწრებიან დამოუკიდებელი დეპუტატები, „ნაციონალური მოძრაობისა “ და „ევროპული საქართველოს“ წევრები, ასევე არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელი დავით უსუფაშვილი.

მსგავსი