გიორგი ქობულიამ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ახალი ხელმძღვანელი წარადგინა

11:04, 05.02.2019

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ახალი ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი ადმინისტრაციის თანამშრომლებსა და მედიას წარუდგინა.

მარიამ ქვრივიშვილმა სამომავლო გეგმებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ პრიორიტეტი მეტი მრავალმხარჯველიანი ტურისტის მოზიდვაა.

მარიამ ქვრივიშვილი ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობაზე კონკურსის წესით შეირჩა. პოსტი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც ტურიზმის ადმინიტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელად დაინიშნა.

მანამდე მარიამ ქვრივიშვილი კომპანია „ვოიაჟერის“ დირექტორი იყო, რომელიც საქართველოში ხუთი ავიაკომპანიის გენერალური დისტრიბუტორია. წლების წინ კი, ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილის თანამდებობა ეკავა.

მსგავსი