გიორგი ქობულია - ვაგრძელებ მუშაობას
გიორგი ქობულია - ვაგრძელებ მუშაობას

როგორც ხედავთ აქ ვარ, ვაგრძელებ მუშაობას, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა, გიორგი ქობულიამ მისი თანამდებობიდან შესაძლო წასვლასთან დაკავშირებულ საკითხზე კომენტირებისას აღნიშნა.

გიორგი ქობულიას განცხადებით, ის ქვეყანას ემსახურება.

„როგორც ხედავთ აქ ვარ, ვაგრძელებ მუშაობას. მე მართალ საქმეს და ამ ქვეყნის საქმეს ვემსახურები. ვვარაუდობ, რომ შესაძლებელია ეს ვიღაცას არ მოეწონოს. ეს ზუსტად ის ხალხია, ვინც ჭორებს ყრის. მე მართალ სამუშაოს და მართალი საქმის სამსახურს გავაგრძელებ, ვიდრე აქ ვარ“, – განაცხადა ქობულიამ.