გიორგი ქობულია - უნდა გავიხსენოთ და პატივი მივაგოთ ადამიანების ხსოვნას, რომლებმაც სიცოცხლის ფასად დაიცვეს საქართველოს თავისუფლების იდეა 
გიორგი ქობულია - უნდა გავიხსენოთ და პატივი მივაგოთ ადამიანების ხსოვნას, რომლებმაც სიცოცხლის ფასად დაიცვეს საქართველოს თავისუფლების იდეა 

9 აპრილი საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დღეა, ჩვენ დღეს უნდა გავიხსენოთ და პატივი მივაგოთ ადამიანების ხსოვნას, რომლებმაც სიცოცხლის ფასად დაიცვეს საქართველოს თავისუფლების იდეა, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, გიორგი ქობულიამ განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული იდეა ორ წელიწადში რეალობად იქცა.

„დღეს გავიდა 30 წელიწადი და ჩვენ ვცხოვრობთ თანამედროვე, დემოკრატიულ ქვეყანაში, მაგრამ არასდროს უნდა დავივიწყოთ ის წვლილი და ის, რომ ამ ხალხმა სიცოცხლის ფასად დაიცვეს იდეა, რომელიც რეალობად იქცა“, – განაცხადა მინისტრმა.

ამასთან კითხვაზე, თავად სად იყო 1989 წლის 9 აპრილს, გიორგი ქობულია ამბობს, რომ საქართველოში იმყოფებოდა.

„მე ვიყავი საქართველოში. მართალი გითხრათ, არ ვიყავი ამ მოედანზე იმ დღეს, მაგრამ ვიყავი საქართველოში და ვიყავი მთელი ჩემი სულითა და გულით, რა თქმა უნდა, ამ ხალხის გვერდით“, – განაცხადა გიორგი ქობულიამ.