გიორგი ქობულია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ახალ ხელმძღვანელს წარადგენს

08:53, 05.02.2019

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ახალ ხელმძღვანელს, მარიამ ქვრივიშვილს ადმინისტრაციის თანამშრომლებს და მედიას წარუდგენს.

„მარიამ ქვრივიშვილი ამ თანამდებობაზე კონკურსის წესით შეირჩა. მას ტურიზმის სფეროში მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს“, – აცხადებენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში.

უწყების ცნობით, დღესვე მარიამ ქვრივიშვილი საზოგადოებას ტურიზმის სექტორში გასატარებელი ღონისძიებების საკუთარ ხედვას გააცნობს და მედიის შეკითხვებს უპასუხებს.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ახალი ხელმძღვანელის წარდგენის ღონისძიება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში 10:15 საათზე გაიმართება.

მსგავსი