გიორგი ქობულია - შრომის უსაფრთხოება ბიზნესის უაზრო შემოწმებების ბერკეტი არ უნდა გახდეს
გიორგი ქობულია - შრომის უსაფრთხოება ბიზნესის უაზრო შემოწმებების ბერკეტი არ უნდა გახდეს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ გიორგი ქობულიასა და ბიზნესასოციაციების ხელმძღვანელებთან დღევანდელ შეხვედრაზე განხილული ერთ-ერთი საკითხი შრომის უსაფრთხოება იყო.

როგორც ქობულიამ ჟურნალისტებს განუცხადა, შრომის უსაფრთხოების კანონის აღსრულება ბიზნესისთვის მძიმე ტვირთი არ უნდა გახდეს.

„შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ჩვენ, რა თქმა უნდა, მივიღებთ ყველანაირ ზომებს, რომ ამ კანონის აღსრულება არ გახდეს ბიზნესისთვის მძიმე ტვირთი. უნდა გვქონდეს გარანტია, რომ ეს არ გახდება კორუფციის, ბიზნესის შეწუხების ბერკეტი და ამასთან დაკავშირებით ძალიან მკაცრი ვიქნებით. შრომის უსაფრთხოება არ უნდა გახდეს უაზრო შემოწმებების ბერკეტი“, – აღნიშნა ქობულიამ.

მინისტრის განცხადებით, ამ საკითხთან დაკავშირებით პარლამენტთან დისკუსია მიმდინარეობს.

„უნდა მივიღოთ ოპტიმალური გადაწყვეტილება. გვაქვს პრობლემა უსაფრთხოებასთან დაკავშირებით მძიმე ინდუსტრიებში, უნდა მივიღოთ ზომები ამ მიმართულებით, მაგრამ ეს ზომები არ უნდა გავრცელდეს ისეთ სექტორებზე, სადაც ეს პრაქტიკულად არ ხდება და არ უნდა შევაწუხოთ სექტორები, რომლებიც აქ არაფერ შუაშია”, – დასძინა გიორგი ქობულიამ.