გიორგი ქობულია საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის წევრებს ხვდება
გიორგი ქობულია საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის წევრებს ხვდება

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის წევრებს სასტუმრო „თბილისი მერიოტში“ ხვდება.

შეხვედრა მიზნად ისახავს სამინისტროს მიერ ბიზნესსექტორის ინფორმირებას 2019 წელს დაგეგმილი აქტივობებისა და პრიორიტეტების შესახებ.

კერძოდ, სამინისტროს მხრიდან პრეზენტაცია გაკეთდება თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულებების, ექსპორტის პოტენციალის, ეკონომიკაზე რეგულაციების გავლენის, ძირითადი სავაჭრო პარტნიორებისა და უცხოური ინვესტიციების დინამიკის შესახებ.

შეხვედრის მნიშვნელოვანი ნაწილი კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართება და ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს საშუალება ექნებათ, უშუალოდ ხელისუფლების წარმომადგენლებისგან მიიღონ პასუხები მათთვის პრობლემურ საკითხებზე.

შეხვედრას 80-მდე კომპანიის წარმომადგენელი ესწრება.