გიორგი ქობულია საქართველოს ბიზნესასოციაციის წევრ კომპანიებს ხვდება
გიორგი ქობულია საქართველოს ბიზნესასოციაციის წევრ კომპანიებს ხვდება

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია ბიზნესასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებს ხვდება.

გიორგი ქობულიასთან ასოციაციის წარმომადგენელთა შეხვედრა პირველად იმართება და მასზე ბიზნესის წინაშე არსებულ გამოწვევებზე, ასევე ქვეყანაში ბიზნესგარემოს გაუმჯობესების შესაძლებლობებზე მსჯელობენ.

„დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი, რაზეც მინისტრის ყურადღების გამახვილება გვსურს, ავტომფლობელის პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის პროექტი იქნება. კანონპროექტი უკვე არსებობს, შეთანხმებულია ყველა ჩართულ მხარესთან. გვესმის, გარკვეულმა ობიექტურმა მიზეზებმა გამოიწვია მისი მიღების შეჩერება, მაგრამ არჩევნებმა ჩაიარა, სამუშაო რეჟიმზე გადავედით და იმედი გვაქვს, მთავრობა და პარლამენტი ყურადღებით მოეკიდება ამ საკითხს. ეს მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის სოციალური ფონისთვის, ასევე ასოცირების ხელშეკრულების მოთხოვნააა“, – განაცხადა სადაზღვევო კომპანია „ჯი პი აი ჰოლდინგის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, თინათინ სტამბოლიშვილმა.

მან იმედი გამოთქვა, რომ მომავალ წელს პარლამენტის აღნიშნულ კანონს მიიღებს და ადგილობრივ დონეზე მისი განხორციელება დაიწყება.

„უცხოეთიდან შემოსულ ავტომობილებზე ერთი წელია, ეს მოქმედებს“, – აღნიშნა სტამბოლიშვილმა.

შეხვედრას ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე, ასევე საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი ნინო ჩიქოვანი ესწრებიან.

დატოვე კომენტარი