გიორგი ქობულია - გაზის ბაზარზე კონკურენციის შექმნა ხელს შეუწყობს გაზის ტარიფების შემცირებას
გიორგი ქობულია - გაზის ბაზარზე კონკურენციის შექმნა ხელს შეუწყობს გაზის ტარიფების შემცირებას

გაზის ბაზარზე კონკურენციის შექმნა ხელს შეუწყობს გაზის ტარიფების შემცირებას, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ პარლამენტში, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

„გაზის მაგისტრალური ინფრასტრუქტურის განვითარების საკმაოდ დიდი გეგმები გვაქვს, რაც სჭირდება ჩვენს მოსახლეობას. აღებული გვაქვს ვალდებულება გაზიფიკაციაზე და ამ გეგმებს ჩვენ შევასრულებთ. ვგეგმავთ აგრეთვე გაზის შესყიდვების სისტემის ოპტიმიზებას, რაც მოგვცემს საშუალებას, გაზის შესყიდვების დივერსიფიცირება მოვახდინოთ, რათა შევქმნათ უფრო მეტი კონკურენცია გაზის ბაზარზე, რაც ერთ-ერთი პრობლემა არის დღეს საქართველოში. დარწმუნებული ვართ, გაზის ბაზარზე კონკურენციის შექმნა ხელს შეუწყობს გაზის ტარიფების შემცირებას, ოპტიმიზებას, რაც აგრეთვე წაადგება არა მარტო მოსახლეობას, არამედ ჩვენ ბიზნესებსაც. ჩვენი ბიზნესები დღესდღეობით იხდიან გაზში ისეთ ფასს, რომელიც ხელს უშლის მათ საექსპორტო კონკურენტუნარიანობის აწევაში, რადგანაც თვითღირებულებაზე მოქმედებს“, – განაცხადა გიორგი ქობულიამ.