გიორგი ქობულია ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს შეხვდება
გიორგი ქობულია ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს შეხვდება

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია საქართველოს დღეს დამსაქმებელთა ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდება.

საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის ინფორმაციით, შეხვედრა მიზნად ისახავს სამინისტროს მიერ ბიზნეს სექტორის ინფორმირებას 2019 წელს დაგეგმილი აქტივობებისა და პრიორიტეტების შესახებ.

სამინისტროს მხრიდან პრეზენტაცია გაკეთდება თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულებების, ექსპორტის პოტენციალის, ეკონომიკაზე რეგულაციების გავლენის, ძირითადი სავაჭრო პარტნიორების და უცხოური ინვესტიციების დინამიკის შესახებ.

შეხვედრის მნიშვნელოვანი ნაწილი კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართება და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს საშუალება ექნებათ უშუალოდ ხელისუფლების წარმომადგენლებისგან მიიღონ პასუხები მათთვის პრობლემურ საკითხებზე.

შეხვედრა, რომელსაც 80-მდე კომპანიის წარმომადგენელი დაესწრება, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის საკონფერენციო დარბაზში 10:30 საათზე დაიწყება.

დატოვე კომენტარი