გიორგი ქობულია - ბიძინა ივანიშვილის პოზიცია იყო, რომ თუ ინვესტორები ვალდებულებებს შეასრულებდნენ, მთავრობაც აუცილებლად შეასრულებდა ყველა პირობას
გიორგი ქობულია - ბიძინა ივანიშვილის პოზიცია იყო, რომ თუ ინვესტორები ვალდებულებებს შეასრულებდნენ, მთავრობაც აუცილებლად შეასრულებდა ყველა პირობას

ბიძინა ივანიშვილის პოზიცია იყო, რომ თუ ინვესტორები ვალდებულებებს შეასრულებდნენ, მთავრობაც აუცილებლად შეასრულებდა ყველა პირობას, – განაცხადა ანაკლიის პორტის პროექტთან დაკავშირებით ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა გიორგი ქობულიამ.

„დამოკიდებულება იყო რომ რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა შევასრულოთ ჩვენი ვალდებულებები. თუ ინვესტორი შეასრულებს თავის ვალდებულებებს, ჩვენ ვალდებულებებს შევასრულებთ. ასეთი შემთხვევა არ მახსოვს, სადაც ლაპარაკი იყო რომ ჩვენ არ შევასრულოთ ეს და ა.შ. მიუხედავად იმისა, მე მქონდა ლაპარაკი, რომ ეს კომერციულად და ჩვენი ეკონომიკისთვის საჭირო პროექტია. ამაზე საპასუხოდ იყო რეაქცია, რომ ჩვენ ავიღეთ ვალდებულება და ახლა ჩვენ უნდა მივყვეთ ამას“,  – განაცხადა გიორგი ქობულიამ.