გიორგი ქობულია - „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ ხელშეკრულების შეწყვეტის არანაირი გეგმა არ არსებობს
გიორგი ქობულია - „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ ხელშეკრულების შეწყვეტის არანაირი გეგმა არ არსებობს

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ ხელშეკრულების შეწყვეტის არანაირი გეგმა არ არსებობს, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, გიორგი ქობულიამ ჟურნალისტებს განუცხადა, კითხვაზე ხომ არ იგეგმება სხვა ინვესტორის შემოყვანა და კონსორციუმთან ხელშეკრულების შეწყვეტა.

მინისტრის თქმით, მთავრობა ხელშეკრულებით განსაზღვრულ პირობებს მიჰყვება.

ანაკლიაზე არაერთხელ მითქვამს, რომ არ არის არანაირი გეგმა ხელშეკრულების მოშლის. მივყვებით იმ პირობებს, რომელიც საქართველოს მთავრობამ, ჩვენ დავდეთ“, – განაცხადა გიორგი ქობულიამ.