გიორგი ქობულია - ანაკლიის განვითარების კონსორციუმის სხვა კომპანიით ჩანაცვლება არ იგეგმება
გიორგი ქობულია - ანაკლიის განვითარების კონსორციუმის სხვა კომპანიით ჩანაცვლება არ იგეგმება

ანაკლიის განვითარების კონსორციუმის სხვა კომპანიით ჩანაცვლება არ იგეგმება, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, გიორგი ქობულიამ განუცხადა.

„ასეთი კონტრაქტი იყო დადებული და ეს არის აბსოლუტურად ნორმალური პროცესი. ჩვენ ვიცით, რომ გვაქვს სირთულეები კონსორციუმის მხრიდან საკუთარი კაპიტალის მოზიდვის თვალსაზრისით, აგრეთვე გვაქვს სირთულეები დამფინანსებელ ინსტიტუტებთან მოლაპარაკებებში. ეს ყველასთვის არის ცნობილი. ამიტომ ჩვენ გვაქვს უფლება და რა თქმა უნდა, ეს არის აბსოლუტურად აზრიანი, რომ შევამოწმოთ იურიდიული რისკები, თუ ვთქვათ კონსორციუმმა ვერ შეძლო კაპიტალის მოზიდვა ან ჩვენ ვერ მოვილაპარაკეთ საფინანსო ინსტიტუტებთან“, – განაცხადა გიორგი ქობულიამ.

დატოვე კომენტარი