გიორგი ქობულია ადასტურებს, რომ აეროპორტების გაერთიანებაში ცვლილებები განხორციელდება

15:43, 25.12.2018

საქართველოს ეკონომიკის მინისტრი გიორგი ქობულია ადასტურებს, რომ აეროპორტების გაერთიანებაში ცვლილებები იქნება. თუმცა, მინისტრი არ საუბრობს საკითხზე, ინიშნება თუ არა მის ხელმძღვანელად გიორგი ჩოგოვაძე.

„აეროპორტის გაერთიანების ხელმძღვანელად ვინ დაინიშნება და როდესაც დაინიშნება, ამას ყველა გაიგებს. ცვლილებები იქნება, რომელიც ახალი წლიდან იგეგმება. ცვლილებების შემდეგ აგიხსნით, ეს რამ განაპირობა“, – განაცხადა გიორგი ქობულიამ.

პირველი არხის ინფორმაციით, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის უფროსი გიორგი ჩოგოვაძე „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ხელმძღვანელის თანამდებობაზე ინიშნება.

მსგავსი