გიორგი ქობულია აცხადებს, რომ ეკონომიკის სამინისტროში ვაკანტურ თანამდებობებზე კანდიდატების შერჩევა მიმდინარეობს
გიორგი ქობულია აცხადებს, რომ ეკონომიკის სამინისტროში ვაკანტურ თანამდებობებზე კანდიდატების შერჩევა მიმდინარეობს

საქართველოს ეკონომიკის მინისტრის გიორგი ქობულიას განცხადებით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ-ებში ვაკანტურ თანამდებობებზე კანდიდატების შერჩევა მიმდინარეობს.

ცოტა ხნის წინ პოსტი დატოვა სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ხელმძღვანელმა გურამ ჯალაღონიამ, ასევე ქონების ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა ეკატერინე სისაურმა.

„როტაცია ხდება, ახალი ხელმძღვანელობა მოდის და ახალი სისხლია. არაფერი გასაჟღერი პრობლემა არ იყო“, – ასე უპასუხა ქობულიამ შეკითხვას სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში განხორციელებულ ცვლილებაზე.