გიორგი ქართველიშვილი – ჩვენი საინიციატივო ჯგუფი ქართული ღირებულებების, ფასეულობებისა და ტრადიციების დასაცავად აფუძნებს სახალხო მოძრაობას, თითოეულ პატრიოტ ქართველს შეუძლია, შემოგვიერთდეს

13:00, 27.07.2026

ჩვენი საინიციატივო ჯგუფი ქართული ღირებულებების, ფასეულობებისა და ტრადიციების დასაცავად აფუძნებს სახალხო მოძრაობას და უცხოეთიდან დაფინანსებული გარე ინტერესების, მონურ მორჩილებაში მყოფი, გაუკუღმართებული იდეოლოგიის მქონე ადმაიანების და მათგან შემდგარი ჯგუფების წინააღმდეგ იწყებს ბრძოლას, – ამის შესახებ MMA-ს მებრძოლმა, გიორგი ქართველიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, თითოეულ პატრიოტ ქართველს შეუძლია, მათ შეუერთდეს.

„ქართველი ხალხისთვის საამაყო წინაპრების, კულტურისა და იდენტობის შეურაცხყოფა, შემდეგ კი აღნიშნული საკითხების აქტიურად განხილვა და მცდელობა, რომ ეს ყველაფერი ჩვენი მოსახლეობისთვის ნორმად იქცეს, მხოლოდ ეროვნული ღირებულებების გაუფასურებას ისახავს მიზნად, რომელთა გარშემოც ქართველი ერია გაერთიანებული. სწორედ ამიტომ, დღეიდან ჩვენი საინიციატივო ჯგუფი ქართული ღირებულებების, ფასეულობებისა და ტრადიციების დასაცავად აფუძნებს სახალხო მოძრაობას და უცხოეთიდან დაფინანსებული გარე ინტერესების, მონურ მორჩილებაში მყოფი, გაუკუღმართებული იდეოლოგიის მქონე ადამიანების და მათგან შემდგარი ჯგუფების წინააღმდეგ იწყებს ბრძოლას. ამ პროცესში თითოეულ პატრიოტ ქართველს შეუძლია, შემოგვიერთდეს. ჩვენი მოძრაობა ძალიან აქტიური, სოლიდური, ამავდროულად, მაქსიმალურად კონსტრუქციული იქნება, მაგრამ ჩვენი კულტურის, ეროვნული იდენტობის დაცვისთვის თუ იქნება აუცილებელი, არანაირ საფრთხეს არ მოვერიდებით. მზად ვართ, თითოეულ ჩვენს ქმედებაზე ვაგოთ პასუხი, საჭიროების შემთხვევაში, ციხეშიც კი წავიდეთ“, – განაცხადა გიორგი ქართველიშვილმა.

მსგავსი