გიორგი ქადაგიძე - ახლა არის გაერთიანების, ჩვენი ბრაზის კონცენტრირების, ორგანიზების დრო, როცა ასიათასობით გამოვალთ, დავასრულებთ ამ ხელისუფლებას
გიორგი ქადაგიძე - ახლა არის გაერთიანების, ჩვენი ბრაზის კონცენტრირების, ორგანიზების დრო, როცა ასიათასობით გამოვალთ, დავასრულებთ ამ ხელისუფლებას

ახლა არის გაერთიანების, ჩვენი ბრაზის კონცენტრირების, ორგანიზების დრო, უნდა გამოვიდეთ ათასი, ათი ათასი, და როცა ასიათასობით გამოვალთ, დავასრულებთ ამ ხელისუფლებას, – ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილმა პრეზიდენტმა, გიორგი ქადაგიძემ განაცხადა.

როგორც ქადაგიძემ აღნიშნა, ეს ხელისუფლება უნდა დასრულდეს და უნდა დასრულდეს ძალიან სწრაფად.

„ეს არ არის პოლიტიკური გემოვნების საკითხი, ეროვნული თავმოყვარეობის საკითხია, როცა ერთმა მუჭა ადამიანებმა ოლიგარქის ხელმძღვანელობით გამოგვიცხადეს, თურმე ჩვენი ეროვნული მისწრაფებები არაფერს ნიშნავს, თურმე რაზეც ჩვენ გავიზარდეთ, რაზეც ვზრდით შვილებს, არაფერს ნიშნავს. ახლა არის ერთადერთი რამის დრო, ახლა არის გაერთიანების დრო, ახლა არის ჩვენი ბრაზის კონცენტრირების, ორგანიზების დრო. უნდა გამოვიდეთ ათასი, ათი ათასი, და როცა ასიათასობით გამოვალთ, დავასრულებთ ამ ხელისუფლებას, ეს არის ერთადერთი გზა, ეს ხელისუფლება უნდა დასრულდეს და უნდა დასრულდეს ძალიან სწრაფად“, – განაცხადა გიორგი ქადაგიძემ აქციაზე.