გიორგი პატარიძე - თვის ბოლომდე ყველა პენიტენციურ დაწესებულებაში კორონავირუსზე „პისიარ“ ტესტირება ჩატარდება
გიორგი პატარიძე - თვის ბოლომდე ყველა პენიტენციურ დაწესებულებაში კორონავირუსზე „პისიარ“ ტესტირება ჩატარდება

სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი გიორგი პატარიძე აცხადებს, რომ თვის ბოლომდე ყველა პენიტენციურ დაწესებულებაში კორონავირუსზე „პისიარ“ ტესტირება ჩატარდება.

„2020 წლის მარტიდან გატარებული პრევენციული, კომპლექსური ღონისძიებების შედეგად პენიტენციურ დაწესებულებებში არც ერთი კოვიდინფიცირებების ფაქტი არ დაფიქსირებულა. გასული წლის ბოლოს პენიტენციურმა სამსახურმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ დაეწყო ინტენსიური ტესტირების პროცესი. შესაბამისად, ჩვენ უკვე ჩავატარეთ ქალთა ნომერ მეხუთე დაწესებულებაში, ნომერ მესამე ბათუმის და არასრულწლოვანთა ნომერ მე-11 დაწესებულებაში „პისიარ“ ტესტირება.

შედეგად, მხოლოდ ქალთა ნომერ მეხუთე დაწესებულებაში, სადაც დაიტესტა 329 ქალი მსჯავრდებული, მივიღეთ მხოლოდ 23 დადებითი პასუხი. ყველა მათგანს გაეწევა შესაბამისი სამედიცინო სერვისი. ისინი თავს კარგად გრძნობენ, არიან ე.წ. უსტიმპტომო ვირუსის მატარებელი პაციენტები.

ხოლო, რაც შეეხება, მე-11 და მე-3 დაწესებულებებში გამოკვლეულებს, საბედნიეროდ, ყველა მათგანზე უარყოფითი პასუხია. ტესტირების პროცესი მომავალშიც გაგრძელდება და შესაბამისად, მიმდინარე თვის ბოლომდე პენიტენციური სამსახური უზრუნველყოფს, რომ ყველა პენიტენციურ დაწესებულებაში „პისიარ“ ტესტი იყოს ჩატარებული“, – განაცხადა გიორგი პატარიძემ.

დატოვე კომენტარი